Skip to Content

ოჯახის ექიმის ასისტენტი

--რეიმანი - საბურთალოს ფილიალი--

 კლინიკა „რეიმანი“ აცხადებს ვაკანსიას ოჯახის ექიმის ასისტენტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

·       შიდა პროგრამაში ჩანაწერების წარმოება;

·       პაციენტების ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური შედეგების მონიტორინგი ექიმის მითითებით;

·       პაციენტის ელექტრონული ისტორიის წარმოება და სადაზღვევო პროგრმებში მუშაობა ექიმის მითითებით;

·       სამედიცინო დოკუმენტაციის, მათ შორის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტაციის წარმოება ექიმის მითითებით;

·       პაციენტებთან სატელეფონო კომუნიკაცია ექიმის მითითებით;

·       პაციენტის გასინჯვა და ინსტრუმენტული კვლევაში მონაწილეობა ექიმის მითითებით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მედიცინის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან რეზიდენტი საოჯახო მედიცინის მიმართულებით;

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად)


ცოდნა, უნარები:

** ინგლისური ენის ცოდნა;

** საოფისო პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

** გუნდური მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა;

** დროის მენეჯმენტი;

** კომუნიკაბელურობა , პუნქტუალურონა, ორგანიზებულობა;

** ყურადღება დეტალების მიმართ, ანალიტიკური აზროვნების უნარი.


სამუშაო პირობები:

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 სამუშაო საათი.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის I შესახვევი N3.

შერჩევის ეტაპები:

** მიღებული რეზიუმეების გადარჩევა;

** ინდივიდუალური გასაუბრება.

**ტესტირება

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;

** თეორიული და პრაქტიკული ცოდნის შეძენის შესაძლებლობას;

**პაციენტთან პროფესიული ურთიერთობის გამოცდილებას;

** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;

** ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას. 

კლინიკა „რეიმანი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის, კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდს: https://www.facebook.com/raymann.ge

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი გამოგზავნეთ რეზიუმე.


გისურვებთ წარმატებებს!